საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3

ჩვენს შესახებ

About us

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის (MRITSU) დამფუძნებელი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიის წევრი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნოდარ კეკელიძე. ინსტიტუტს 2019 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა.

ინსტიტუტის (MRITSU) კვლევის სტიმულირება მასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებთან და უნივერსიტეტებთან, იძლევა სხვადასხვა თვალსაზრისის და ახალი იდეების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

ჩვენს მიერ, როგორც დისციპლინების გაერთიანება, რომელსაც ხშირად „კონვერგენციას“ უწოდებენ, აერთიანებს ფიზიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, ინჟინერიას და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და შესაძლებელს ხდის გადაჭრას ყველაზე რთული პრობლემების წინაშე, რომელიც დგას საზოგადოების დღეს და მომავალში.

MRITSU არის ინტერდისციპლინარული სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია, რომელმაც შეიმუშავა დისციპლინებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კულტურა.

ნახევარგამტარების ფიზიკის პრობლემური ლაბორატორია დააარსა პროფ. ნოდარ კეკელიძემ 1961 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგვიანებით ამ ლაბორატორიის ბაზაზე შეიქმნა ნახევარგამტარების ფიზიკისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, შემდეგ „MION“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნოდარ კეკელიძის მიერ დაარსებული ლაბორატორიების ბაზაზე (ახალი მასალების სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია – 1973, რადიაციული ფიზიკის პრობლემური ლაბორატორია – 1972, ნახევარგამტარული მასალების კვლევის ლაბორატორია – 2007 წ.) და ნახევარგამტარული მასალების განყოფილება – 1989 წ. დაარსდა მასალების კვლევის ინსტიტუტი (MRITSU), რომლის დირექტორი გარდაცვალებამდე იყო აკადემიკოსი ნოდარ კეკელიძე.

 

MRITSU-ს მხარდაჭერა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოიხატება სწავლებით, კოორდინირებით სამეცნიერო, ექსპერიმენტულ და ინდუსტრიულ პარტნიორებთან.