აღჭურვილობა
ქრომატო - მას- სპექტრომეტრი TRACE DSQ
ქრომატო-მას-სპექტრომეტრი (TRACE DSQ) განკუთვნილია გარემოს ობიექტებში სხვადასხვა შენაერთების (მათ შორის მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების - POPs), ასევე სხვა ნივთიერებებში აღმოჩენისა და განსაზღვრისთვის. სპექტრომეტრის ძირითად ელემენტს წარმოადგენს გაზური ქრომატოგრაფი TRACE GC ULTRA და მასსპექტრომეტრი DSQ. სპექტრომეტრი აღჭურვილია სინჯების შეყვანის და შერჩევის ავტომატური სისტემით CombiPAL. აქვს პროგრამული უზრუნველყოფა Xcalibur და მას-სპექტრების ბიბლიოთეკები.
ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრი Aanalyst 800 (AAS)
ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრი განკუთვნილია სხვადასხვა ობიექტებში მძიმე მეტალების აღმოჩენის და კონცენტრაციის განსაზღვრისთვის. დანადგარში გამოყენებულია ატომიზაციის ელექტროთერმული და ალური მეთოდები. აქვს პროგრამული უზრუნველყოფა WinLab 32. US EPA-ს შესაბამისი მეთოდების საფუძველზე შესაძლებელია სხვადასხვა ობიექტებში შემდეგი მძიმე მეტალების გაზომვა: Cu, Mo, Pb, Zn, Ag, Co, Cr, Ni, Mn, Cd და სხვ.
რადიონუკლიდების მზომი გამა-სპექტრომეტრი Canberra ნახევარგამტარული GC2020 დეტექტორით
გამა-სპექტრომეტრი განკუთვნილია გარემოს სხვადასხვა ობიექტებში რადიონუკლიდების შემცველობის გასაზომად. სპექტრომეტრის მოქმედება დამყარებულია ნახევარგამტარულ დეტექტორში გამა-კვანტების დეტექტირებაზე, მუხტის მატარებელთა იმპულსების შემდგომი გარდაქმნით ძაბვის ამპლიტუდის პროპორციულად, რაც რეგისტრირდება მრავალარხიან ანალიზატორში, ხოლო შემდეგ ხდება მიღებული გამა სპექტრის კომპიუტერული დამუშავება. სპექტრომეტრის ძირითადი ელემენტია - კოაქსიალური გერმანიუმის დეტექტორი GC2020 (ფარდობითი ეფექტურობა - 24,5%). აქვს პროგრამული უზრუნველყოფა Genie-2000.
პორტატიული ლაბორატორიული კომპლექსი DREL/2400
განკუთვნილია სასმელი წყლის და ქალაქის გამდინარე წყლების ტესტირებისთვის. ხარისხის ანალიზი ხდება სპექტროფოტომეტრული და ტიტრიმეტრული მეთოდით. ძირითად მაკომპლექტებელს წარმოადგენს პორტატიული სპექტროფოტომეტრი DR/2400 და ციფრული ტიტრატორი 16900. ლაბორატორიული კომპლექტი წყლის ხარისხის 21 მაჩვენებლის ტესტირების საშუალებას იძლევა. შესაძლებელია გაზომვების ჩატარება საველე პირობებში. ათვისებულია შემდეგი პარამეტრების გაზომვების მეთოდები: Ca2+, Mg2+, SO42-, Cl-, HCO3-, CO32-, NH4+, NO3-, NO2-, Total N, Total P, Total C.
სინჯების დამუშავების მიკროტალღური სისტემა Speedware™ MWS-3+
სინჯების დაშლის მიკროტალღური სისტემა. განკუთვნილია მყარი ნივთიერებების ქიმიური დაშლისთვის მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში. აქვს პროგრამული უზრუნველყოფა.
წყლის ხარისხის მულტიფუნქციური ანალიზატორი, წყლის ხარისხის მაკონტროლებელი U-10 (2M)
პორტატიული ანალიზატორი განკუთვნილია წყლის ხარისხის ექვსი პარამეტრის გასაზომად: pH, ხვედრითი ელექტროგამტარებლობა, სიმღვრივე, ტემპერატურა, ჟანგბადის ხსნადობა, მარილიანობა.
რადიაციული გაზის - რადონის კონცენტრაციის მზომი RAD7
დეტექტორი განკუთვნილია რადიოაქტიური გაზის რადონის გასაზომად გარემოს სხვადასხვა წერტილებში. გაზომვის დიაპაზონი შეადგენს 0,1-10000 pCi/l (4-400000 bec/m3). აქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მონაცემების კომპიუტერში შეყვანის და პირველადი დამუშავების საშუალებას იძლევა.