საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 3

სტუმრად ინსტიტუტში

თბილისის №172 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მასალათა კვლევის ინსტიტუტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს ლექციები გარემოზე მოქმედი სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორის შესახებ, დაათვალიერეს ინსტიტუტის ლაბორატორიული აღჭურვილობა და გაეცნენ მისი მუშაობის პრინციპებს. ასევე ჩატარდა სადემონსტრაციო ცდები.