პარტნიორები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა მიმართულია  მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის  უზრუნველსაყოფად, მეცნიერების  დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებისკენ.
ფონდი თანამშრომლობს მსოფლიო წამყვან და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან და მათთან ერთად ახორციელებს ერთობლივ საგრანტო კონკურსებს. ასევე, ფონდი არის სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულების საკონტაქტო ორგანიზაცია საქართველოში.

უკან